ორშაბათი, 7 სექტემბერი, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

ემზარ კვიციანის საქმეს, ხვალ, ქუთაისის სააპელაციო განიხილავს

27 იანვარი, 2015 • ნიუპრესი • 26

ემზარ კვიციანის საქმეს, ხვალ, ქუთაისის სააპელაციო განიხილავს

საპროცესო შეთანხმება პროკურატურასთან სამი დღის წინ შედგა.

ხვალ, ქუთაისის სააპელაციო სასამართლო ემზარ კვიციანის საქმეს განიხილავს. კვიციანის ადვოკატის ალექსანდრე კობაიძის განცხადებით, მიღწეულია კვიციანის დაცვის მხარესა და პროკურატურას შორის საპროცესო შეთანხმება. თუ ამ შეთანხმებას, ხვალ, ქუთაისის სააპელაციო სასამართლო დაამტკიცებს, კვიციანი სასჯელაღსრულების დაწესებულებას დატოვებს.

“საპროცესო შეთანხმებაზე ინიციატივა თვითონ პროკურატურისგან მოდის. ეს შეთანხმება ითვალისწინებს ემზარ კვიციანისთვის 11-თვიანი რეალური სასჯელის მოხსნას. ეს 11 თვე უკვე გასულია და თუ ხვალ შეთანხმება, და სავარაუდოდ, ასეც იქნება, ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ დაამტკიცა, ემზარ კვიციანი პატიმრობიდან გათავისუფლდება”, – განაცხადა ადვოკატმა.
მისივე თქმით, პროკურატურასთან შეთანხმებას დაახლოებით სამი დღის წინ მიაღწიეს.

როგორც სააპელაციო სასამართლოს პრესსამსახურის წარმომადგენელმა „ნიუპრესს“ განუცხადა, ხვალ, სასამართლოს სხდომა 15.30 საათზე გაიმართება.
ემზარ კვიციანს ზუგდიდის საქალაქო სასამართლომ 16-წლიანი თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა, რომელიც შემდგომ დაცვის მხარემ სასამართლოში გაასაჩივრა.

თეგები: ემზარ კვიციანისააპელაციო სასამართლო