ორშაბათი, 24 აგვისტო, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

17 დეკემბრამდე საქართველოში ცივი ამინდია მოსალოდნელი

9 დეკემბერი, 2013 • ნიუპრესი • 20

17 დეკემბრამდე საქართველოში ცივი ამინდია მოსალოდნელი

სინოპტიკოსების პროგნოზით, ყინვა 17 დეკემბრამდე შენარჩუნდება.

17 დეკემბრამდე საქართველოში ცივი და ცვალებადი ამინდებია მოსალოდნელი. როგორც “ინტერპრესნიუსს” გარემოს ეროვნული სააგენტოს მონიტორინგისა და პროგნოზირების ცენტრის თანამშრომელმა სვეტლანა ნიორაძემ განუცხადა, დასავლეთ საქართველო უმეტეს და აღმოსავლეთ საქართველოს ზოგიერთ რაიონებში გუშინ თოვდა და დღესაც თოვს. კერძოდ, ღამით თოვდა და თოვა ახლაც გრძელდება რიკოთზე, გორში, აგარაში, ახალციხეში, თბილისში და გუდაურში.
ასევე, დღეს ღამით მაღალი ყინვები დაფიქსირდება. კერძოდ, -5 გრადუსი დასავლეთ საქართველოს დაბლობში, რაც ციტრუსების მოყინვის საფრთხეს შექმნის. თბილისში იქნება -6 გრადუსი, ხოლო კახეთში _ -6; -8, შიდა ქართლში _ -15, მთასა და მაღალმთებში _ -18 გრადუსი.
სინოპტიკოსების პროგნოზით, ყინვა შემდეგ დღეებშიც, 17 დეკემბრამდე შენარჩუნდება.
ამასთან, ხვალ საქართველოში ერთი დღით გამოიდარებს, თუმცა 11 დეკემბერს ისევ თოვლის ნალექია მოსალოდნელი. ცივი და ცვალებადი ამინდები 17 დეკემბრამდე შენარჩუნდება.
წყარო: ინტერპრესნიუსი

თეგები: თოვლისაზოგადოებასაქართველოუამინდობა