სამშაბათი, 25 აგვისტო, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

შსს-მ ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა ამოიღო

28 იანვარი, 2015 • ნიუპრესი • 22

შსს-მ ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა ამოიღო

ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ფაქტზე გამოძიება მიმდინარეობს.

შსს-ს თბილისის მთავარი სამმართველოს დეტექტივების სამმართველოს და კონტრტერორისტული დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიების შედეგად, 1989 წელს დაბადებული ზურაბ ხ. ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ბრალდებით თბილისში დააკავეს.

სამართალდამცველებმა დაკავებულის საცხოვრებელი ბინის ჩხრეკისას „კალაშნიკოვი“-ს სისტემის ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი, 6 მჭიდი, 185 საბრძოლო ვაზნა და გადაჭრილი თოფი ამოიღეს.

გამოძიება ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის 1-ლი ნაწილით).

თეგები: შსსჩხრეკაცეცხლსასროლი იარაღი