ორშაბათი, 24 აგვისტო, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

newpress გამოკითხვა: უკრაინა მაინც გაიმარჯვებს – ქუთაისელების შეფასებები უკრაინაში მიმდინარე მოვლენებზე

8 დეკემბერი, 2013 • თეკლა მორგოშია • 24

newpress გამოკითხვა: უკრაინა მაინც გაიმარჯვებს – ქუთაისელების შეფასებები უკრაინაში მიმდინარე მოვლენებზე

ქუთაისში გამოკითხული 40 ადამიანიდან ყველა თვლის, რომ უკრაინელების მოთხოვნა სამართლიანია.

უკრაინაში მე–18 დღეა საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. კიევში, მაიდანზე შეკრებილი ათასობით უკრაინელი მთავრობის მიერ ევროკავშირის წევრობაზე უარის თქმას აპროტესტებს. რის გამოც, ისინი მთავრობის წარმომადგენლების გადადგომას მოითხოვენ.
რამდენად სამართლიანად მიაჩნიათ ქუთაისში ქუჩაში გამოსული უკრაინელების მოთხოვნა და აქვთ თუ არა უკრაინელ ხალხს გამარჯვების პერსპექტივა? – ამ საკითხებზე newpress.ge-ის მიერ ქუთაისში გამოკითხული 40 ადამიანიდან ყველა თვლის, რომ უკრაინელების მოთხოვნა სამართლიანია.
“ყველა ის ადამიანი, რომელიც იბრძვის ევროინტეგრაციისთვის სამართლიანია. უკრაინა მაინც გაიმარჯვებს”, – ასეთია ქუთაისელების შეფასებები უკრაინაში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით.

სოლიდარობის ნიშნად, უკრაინელების მხარდასაჭერად, აქცია ქუთაისშიც გაიმართა.

თეგები: გამოკითხვავიდეო სიუჟეტიუკრაინაქუთაისი