სამშაბათი, 25 აგვისტო, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

საქართველოში ტურისტების რაოდენობამ იკლო

3 თებერვალი, 2015 • ნიუპრესი • 21

საქართველოში ტურისტების რაოდენობამ იკლო

ტურისტული ვიზიტების მაჩვენებელი, გასულ წელთან შედარებით, 9 პროცენტით ნაკლებია.

გასულ თვეში, საქართველოში 9 პროცენტით ნაკლები ტურისტი შემოვიდა, ვიდრე გასულ წლის ანალოგიურ პერიოდში, – ამის შესახებ შსს-ს მიერ სტატისტიკური მონაცემების გამოქვეყნების შედეგად გახდა ცნობილი. შინაგან საქმეთა სამინისტროს საინფორმაციო-ანალიტიკურმა დეპარტამენტმა წარმოგიდგინა საქართველოს სახელმწიფო საზღვარზე გადაადგილებულ ვიზიტორთა სტატისტიკური მონაცემები, კერძოდ: გასული წლის იანვრის მონაცემებთან შედარებით, ვიზიტორთა სამპროცენტიანი კლება დადასტურდა. იანვარის თვეში საქართველოში 309 467 ვიზიტი განხორციელდა, მათგან 36 პროცენტი ტურისტული ვიზიტი იყო, 18,8 % – სატრანზიტო, ხოლო სხვა ვიზიტებმა 45,2% შეადგინა.

ტურისტული ვიზიტების მაჩვენებელი გასულ წელთან შედარებით 9%-ით ნაკლებია, ხოლო ტრანზიტი 9%-ით მეტი.

ვიზიტების ყველაზე დიდი რაოდენობა თურქეთიდან, აზერბაიჯანიდან, სომხეთიდან, რუსეთიდან და უკრაინიდან განხორციელდა.

თეგები: ანალიტიკური დეპარტამენტიტურისტებიშსს