სამშაბათი, 25 აგვისტო, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

ქართველმა მორაგბეებმა გერმანიის ნაკრები ანგარიშით 64:8 დაამარცხეს

8 თებერვალი, 2015 • ნიუპრესი • 19

ქართველმა მორაგბეებმა გერმანიის ნაკრები ანგარიშით 64:8 დაამარცხეს

საქართველოს ნაკრები მომდევნო შეხვედრას პორტუგალიის გუნდთან გამართავს.

საქართველოს მორაგბეთა ნაკრებმა “რაგბი ევროპის ჩემპიონატის” პირველ შეხვედრაზე გერმანიის ეროვნული გუნდი ანგარიშით 64:8 დაამარცხა.
მატჩი გუშინ, ქალაქ ჰოიზენშტამის სტადიონზე გაიმართა.
ეს “ბორჯღალოსნებისთვის” გერმანიის მორაგბეთა ნაკრებთან გამართული მესამე შეხვედრა იყო. 2010-2011 წლებშიც გამარჯვება ქართველმა მორაგბეებმა მოიპოვეს.
საქართველოს ნაკრები “რაგბი ევროპის ჩემპოინატზე” მეორე ტურის შეხვედრას 14 თებერვალს, თბილისში, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე გამართავს, სადაც მეტოქედ პორტუგალიის ეროვნული გუნდი ეყოლება. ipn.ge

თეგები: რაგბი