სამშაბათი, 25 აგვისტო, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

ავტოავარიის შედეგად დაღუპული გოგონას საქმეზე დაკავებული არავინაა

9 თებერვალი, 2015 • ანა ჯიქია • 22

ავტოავარიის შედეგად დაღუპული გოგონას საქმეზე დაკავებული არავინაა

ამის შესახებ შსს იუწყება. საქმესთან დაკავშირებით დამატებითი კომენტარები გამოძიების დასრულების შემდეგ გაკეთდება.

ქუთაისში, აღმაშენებლის გამზირზე მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევასთან დაკავშირებით, რომელსაც ახალგაზრდა გოგონას სიცოცხლე ემსხვერპლა, ამჟამად დაკავებული არავინაა, ამის შესახებ “Newpress.ge”- ს შსს საზოგადობასთან ურთიერთობის სამსახურიდან განუცხადეს:

„ამ საქმეზე დაკავებული არავინაა. ავტოსაგზაო შემთხვევაზე გამოძიება 276-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც სატრანსპორტო საშუალების მოძრაობის წესების დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია. საქმეზე დაკითხული არიან მოწემეები, დანიშნულია ექსპერტიზა“, – აცხადებენ შინაგან საქმეთა სამინისტროში.

შსს-ში არ აკონკრეტებენ, აქვს თუ არა ეჭვმიტანილის სტატუსი საქმესთან თავდაპირველად დაკავებულ პირს. უწყების განმარტებით, საქმესთან დაკავშირებით კომენტარები გამოძიების დასრულების შემდეგ გაკეთდება.

დღეს გარდაცვლილი გოგონას ახლობლებმა დამნაშავის დასჯის მოთხოვნით აღმაშენებლის გამზირი გადაკეტეს.

თეგები: ავარიანინო გიგლემიანიშსს