კვირა, 6 სექტემბერი, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

41-ე საჯარო სკოლის წინ საგზაო ნიშნის დადგმას ითხოვენ

13 თებერვალი, 2015 • ნიუპრესი • 27

41-ე საჯარო სკოლის წინ საგზაო ნიშნის დადგმას ითხოვენ

პედაგოგების თქმით, სკოლის წინ გადატვირთული საავტომობილო მოძრაობაა, რაც ავტოსაგზაო შემთხვევების რისკს ზრდის.

ქუთაისის #41 ფიზიკა-მათემატიკური საჯარო სკოლის პედაგოგები მათი სკოლის წინ, რომელიც რუსთაველის გამზირზე მდებარეობს, საგზაო ნიშნის დადგმას ითხოვენ. მათი თქმით, სკოლის წინ სააავტომობილო მოძრაობა ძალიან გადატვირთულია, განსაკუთრებით, პიკის საათებში, რაც ავტოსაგზაო შემთხვევების რისკს ზრდის. ამის შესახებ მათ გამარჯვების მუნიციპალიტეტის მაჟორიტარ დეპუტატთან ნატო ქათამაძესთან შეხვედრისას განაცხადეს.

„მოსწავლეები სისტემატურად არიან გადასასვლელზე საფრთხის წინაშე. პედაგოგებმა მოითხოვეს, სკოლის წინ გადასასვლელზე დამატებითი საგზაო ნიშანი, ან ვიდეოკამერა დამონტაჟდეს, რათა მოსწავლეებმა გზაზე უსაფრთხოდ გადასვლა შეძლონ“- აცხადებს საკრებულოს წევრი ნატო ქათამაძე.

თეგები: 41-ე საჯარო სკოლანატო ქათამაძე