სამშაბათი, 25 აგვისტო, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის საქმეს შსს შეისწავლის

13 თებერვალი, 2015 • ნიუპრესი • 22

გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის საქმეს შსს შეისწავლის

ამის თაობაზე განცხადებას რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო ავრცელებს.

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო განცხადებას ავრცელებს, რომლის მიხედვითაც „საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის“ 2014 წლის ფინანსური და ბუღალტრული ანგარიშების ანალიზისას დაფიქსირდა გარკვეული შეუსაბამობები, რის გამოც სამინისტრომ საქმე შსს გადასცა.

“სამინისტრომ, საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში, შეისწავლა საქმე და შემდგომი რეაგირებისთვის საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ანტიკორუფციულ დეპარტამენტს გადაუგზავნა. ამ დროისთვის მიმდინარეობს გამოძიება და მის დასრულებამდე ამ თემასთან დაკავშირებით რაიმე ტიპის განცხადების გაკეთება მხოლოდ გამოძიების პროცესზე ზეწოლად შეიძლება ჩაითვალოს”, – ნათვამია რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს განცხადებაში.

თეგები: ინფრასტრუქტურის სამინისტროშსსწყალმომარაგების კომპანია