სამშაბათი, 25 აგვისტო, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

შსს-ს მომსახურების სააგენტოს თანამშრომელს ბრალი წარუდგინეს

16 თებერვალი, 2015 • ნიუპრესი • 102

შსს-ს მომსახურების სააგენტოს თანამშრომელს ბრალი წარუდგინეს

გენერალურმა ინსპექციამ ბრალი თაღლითობისა და ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადებისათვის წაუყენა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალურმა ინსპექციამ თაღლითობისა და ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადებისა და გამოყენებისთვის შსს-ს მომსახურების სააგენტოს თანამშრომელს ბრალი წარუდგინა.

გამოძიებით დადგინდა, რომ სააგენტოს თანამშრომელი ყალბი ოფიციალური ხელშეკრულებების გამოყენებით, თბილისსა და რუსთავში მდებარე მაღაზიებიდან თაღლითურად დაეუფლა სხვადასხვა დასახელების ძვირად ღირებულ მობილურ ტელეფონებს და მათი რეალიზება მოახდინა.

აღნიშნული პირი აღიარებს ჩადენილ დანაშაულს.

დანაშაული შვიდიდან თერთმეტ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

თეგები: დაკავებათაღლითობაშსს