კიკბოქსინგში მსოფლიოს ოთხგზის ჩემპიონი ირაკლი ღვინჯილია მოსკოვში, ფულის მოპარვის ბრალდებით დააკავეს. შემთხვევა კაფე „შოკოლადნიცაში“ მოხდა, სადაც მსოფლიო ჩემპიონმა ერთ-ერთი კომერციული კომპანიის დირექტორს 70 000 რუბლი მოპარა. ლევან ღვიჯილიამ ჩადენილი დანაშაული აღიარა. პოლიციამ ქართველი სპორტსმენის აღიარებითი ჩვენება გაითვალისწინა და იგი ქალაქიდან გაუსვლელობის ხელწერილით, სასამართლომდე გაათავისუფლეს. რუსული წყაროების ინფორმაციით, დანაშაული 4 იანვარს განხორციელდა, მაგრამ გამოძიება თვეზე მეტ ხანს მიმდინარეობდა.
მსოფლიო ჩემპიონი მოსკოვში ქურდობისთვის დააკავეს
16 თებერვალი, 2015 • ნიუპრესი • 39
კიკბოქსინგში მსოფლიოს ოთხგზის ჩემპიონმა ირაკლი ღვინჯილიამ დანაშაული აღიარა.
თეგები: ირაკლი ღვინჯილია • კიკბოქსინგი • მოსკოვი
ასევე წაიკითხეთ
სხვა ამბები