სამშაბათი, 25 აგვისტო, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

წყალმომარაგების კომპანიაში თანხების მითვისების ფაქტზე ორი პირი დააკავეს

24 თებერვალი, 2015 • ნიუპრესი • 93

წყალმომარაგების კომპანიაში თანხების მითვისების ფაქტზე ორი პირი დააკავეს

დაკავებულია კომპანიის ფინანსური დირექტორი.

შპს „საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია“-ში 2013-2014 წლებში დიდი ოდენობით თანხების მითვისების ფაქტზე, საქართველოს შს სამინისტროს ანტიკორუფციულ სააგენტოში მიმდინარე გამოძიების ფარგლებში ჩატარებული საგამოძიებო და ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების შედეგად დაკავებულია წყალმომარაგების კომპანიის ფინანსური დეპარტამენტის ყოფილი უფროსი, ძებნილი თამარ ფხოველიშვილი. ამავე საქმეზე დაკავებულია შპს „საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის“ ფულადი სახსრებისა და საკრედიტო რესურსების სამმართველოს ყოფილი უფროსი ნათია ნავროზაშვილი, რომელმაც თამარ ფხოველიშვილთან და მის მეუღლე ზურაბ ნუცუბიძესთან ერთად ჩამოყალიბებული ორგანიზებული ჯგუფის შემადგენლობაში, წყალმომარაგების კომპანიის კუთვნილი დიდი ოდენობით თანხები მიითვისა.

თამარ ფხოველიშვილისა და ნათია ნავროზაშვილის მიმართ გამოძიება საქართველოს სსკ-ის 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახით 7-დან 11 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. გამოძიება გრძელდება დანაშაულის სხვა შესაძლო თანამონაწილე პირთა გამოსავლენად.

თეგები: დაკავებაშსსწყალმომარაგების კომპანია