კვირა, 6 სექტემბერი, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

იმერეთის ახალი გუბერნატორი მხარის გამგებლებს შეხვდა

24 თებერვალი, 2015 • ანა ჯიქია • 27

იმერეთის ახალი გუბერნატორი  მხარის გამგებლებს შეხვდა

შეხვედრის დასრულების შემდეგ გივი ჭიჭინაძემ ჟურნალისტებთან პირველი კომენტარი გააკეთა.

იმერეთის ახალი გუბერნატორი, გივი ჭიჭინაძე დღეიდან სამსხურეობრივი მოვალეობის შესრულებას შეუდგა. ის იმერეთის გუბერნიაში გამგებლებს შეხვდა და მათი პრობლემები მოისმინა. შეხვედრას გამგებლებთან ერთად ქუთაისის მერი შოთა მურღულია და მერის მოადგილეები დაესწრნენ. შეხვედრის დასრულების შემდეგ გივი ჭიჭინაძემ ჟურნალისტებთან პირველი კომენტარი გააკეთა. “შევხვდი თორმეტივე რაიონის გამგებელს და მოვისმინე მათგან მოკლე ინფორმაცია, თუ რა მდგომარეობაა რეგიონებში. ეს ინფორმაცია მცირეა და თითოეულ რეგიონში პირადად ჩავალ, ერთ ადგილას გაჩერებას არ ვაპირებ. რეგიონებში ვიზიტი ერთჯერადი არ იქნება”,- განაცხადა გივი ჭიჭინაძემ. ჭიჭინაძე იმერეთი გუბერნატორის თანამდებობაზე პრემიერ მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა გუშინ წარადგინა.

თეგები: გამგებლებიგივი ჭიჭნაძეგუბერნია