2017 წელს 20-წლამდელთა რაგბის მსოფლიო ჩემპიონატი, შესაძლოა, საქართველოში ჩატარდეს. ქუთაისში, ახლად აშენებული რაგბის კომპლექსი საქართველოს რაგბის ფედერაციის პრეზიდენტმა, მსოფლიო რაგბის ტურნირების ხელმძღვანელთან მარკ გიგანთან, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან და იმერეთის გუბერნატორთან ერთად დაათვალიერა.
,,ქართუ ჯგუფმა” თანამედროვე სტანდარტების კომპლექსი ააშენა, როგორც ქუთაისში ასევე სხვა ქალაქებში, ამიტომ ყველა პირობაა იმისთვის, რომ რაგბის მსოფლიო ჩემპიონატი საქართველოში, მათ შორის ქუთაისშიც ჩატარდეს,“ – განაცხადა შოთა მურღულიამ. ჩემპიონატი საქართველოში გაიმართება, ერთი ქვეჯგუფი ქუთაისში ითამაშებს. გადაწყვეტილებას მომავალ კვირას მიიღებენ.
2017 წლის 20-წლამდელთა რაგბის მსოფლიო ჩემპიონატი, შესაძლოა, საქართველოში ჩატარდეს
27 თებერვალი, 2015 • ნიუპრესი • 21
გადაწყვეტილებას ამის შესახებ მომავალ კვირას მიიღებენ
თეგები: რაგბი • საქართველო • ქუთაისი
ასევე წაიკითხეთ
სარეკლამო ბანერი • 300×250
სხვა ამბები