სამშაბათი, 25 აგვისტო, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

შსს-ს მრბოლელები საავტომობილო კონკურსის გამარჯვებულები გახდნენ

28 თებერვალი, 2015 • ნიუპრესი • 23

შსს-ს მრბოლელები საავტომობილო კონკურსის გამარჯვებულები გახდნენ

შსს მომსახურების სააგენტოს სპორტულიმა გუნდმა „MIA Force”-მა „ოქროს საჭე 2014“-ზე ოთხი ჯილდო მოიპოვა.

საქართველოს საავტომობილო ფედერაციის და „Auto Bild საქართველოს“ ორგანიზებით წლის შემაჯამებელი საავტომობილო ღონისძიება „ოქროს საჭე 2014“ გაიმართა. ღონისძიებაზე ავტოსპორტში საქართველოს ჩემპიონატში გამარჯვებულთა დაჯილდოვება და 2014 წლის საუკეთესო ავტომობილების გამოვლენა მოხდა.
წლის ყველაზე მნიშვნელოვან საავტომობილო მოვლენაზე კონკურსანტთა შორის იყვნენ შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს სპორტული გუნდი „MIA Force” და საპატრულო პოლიციის სახელით მოასპარეზე გუნდი „BFT Racing”. ორივე გუნდი მთელი წლის განმავლობაში წარმატებით გამოდიოდა საქართველოს ჩემპიონატის ყველა ეტაპზე. დაჯილდოვების ცერემონიალს ესწრებოდნენ შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე არჩილ თალაკვაძე და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე გიორგი ჭანტურია. მათ გამარჯვებულებს გამარჯვება მიულოცეს და წარმატება უსურვეს.

„MIA Force”-მა „ოქროს საჭე 2014“-ზე სულ ოთხი ჯილდო მოიპოვა. გუნდმა „ლეგენდის“ კლასის ავტომობილებით რბოლაში გუნდური მესამე ადგილი, ხოლო „Formula Alfa”-ს კლასში მეორე ადგილი დაიკავა. „MIA Force”-ის მრბოლელმა დათა ქაჯაია კი საერთაშორისო ასპარეზზე მიღწეული წარმატებისთვის საავტომობილო ფედერაცისგან სპეციალური სიგელით დაჯილდოვდა. მან კიდევ ერთი ჯილდო – „ლეგენდის“ კლასში ინდივიდუალურ ჩათვლაში მე-2 ადგილი მოიპოვა. რაც შეეხება საპატრულო პოლიციის სახელით მოასპარეზე გუნდ „BFT Racing“-ს, მათ საქართველოს ჩემპიონატში წრიულ რბოლაში „ლეგენდის“ კლასის ავტომობილებით რბოლაში გუნდური პირველი ადგილი აიღეს.

თეგები: ავტორბოლაოქროს საჭეშსს