შაბათი, 5 სექტემბერი, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

კულტურის მინისტრი რეგიონებში შეხვედრებს იწყებს

1 მარტი, 2015 • ნიუპრესი • 30

კულტურის მინისტრი რეგიონებში შეხვედრებს იწყებს

შეხვედრების მიზანი „კულტურა 2025“ სტრატეგიის პრეზენტაციაა.

საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო საზოგადოების მაქსიმალური ინფორმირებისა და ჩართულობის მიზნით კულტურის ეროვნულ სტრატეგიასთან დაკავშირებით რეგიონებში გასვლით სამუშაო შეხვედრებს იწყებს. პირველი შეხვედრა ბათუმის სასტუმროს “შერატონ ბათუმი” საკონფერენციო დარბაზში გაიმართა, რომელსაც საქართველოს რეგიონების სახელმწიფო რწმუნებულ-გუბერნატორები, კულტურის საკითხებზე პასუხისმგებელ მოადგილეებთან ერთად, ასევე თვითმმართველი ქალაქების ხელმძღვანელი პირები დაესწრნენ. ღონისძიებას საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი მიხეილ გიორგაძე უძღვებოდა. სამუშაო შეხვედრის ფარგლებში დაგეგმილია საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს ორწლიანი საქმიანობის ანგარიშისა და სამომავლო გეგმების პრეზენტაცია, „კულტურა 2025“ სტრატეგიის შემუშავების გზამკვლევის პრეზენტაცია, დისკუსიები ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსზე და სხვა აქტუალურ თემებზე. კულტურის ეროვნულ სტრატეგიაზე მუშაობის პროცესში განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება საქართველოს რეგიონების ჩართულობას.

თეგები: კულტურა 2025კულტურის მინისტრიმიხეილ გიორგაძე