კვირა, 6 სექტემბერი, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

ქუთაისის №32 საჯარო სკოლაში საჩვენებელი გაკვეთილები ჩაატარეს

3 მარტი, 2015 • ნიუპრესი • 20

ქუთაისის №32 საჯარო სკოლაში საჩვენებელი გაკვეთილები ჩაატარეს

პროექტის ფარგლებში მათემატიკის მანიპულატივების გამოყენებით, კითხვისა და მათემატიკის საჩვენებელი გაკვეთილები გაიმართა.

ქუთაისის №32 საჯარო სკოლაში საჩვენებელი გაკვეთილები, მასწავლებელთა სასწავლო ჯგუფის შეხვედრა და მშობელთა მონაწილეობით ღონისძიება გაიმართა. ღონისძიების მიზანი საქართველოს დაწყებითი განათლების პროექტის ხელშეწყობით, საჯარო სკოლაში, დაწყებით საფეხურზე დანერგილი სიახელეების დემონსტრირება იყო. პროექტის ფარგლებში მათემატიკის მანიპულატივების გამოყენებით, კითხვისა და მათემატიკის საჩვენებელი გაკვეთილები გაიმართა. წარმოადგინეს თუ როგორ იყენებს მასწავლებელი ტრენინგებზე მიღებულ ცოდნას სწავლების ინოვაციური მეთოდების შესახებ და როგორ ნერგავს მას პრაქტიკაში. აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) დაწყებითი განათლების პროექტი ხელს უწყობს ინოვაციური, მოსწავლეზე ორიენტირებული სწავლების მეთოდების შემოღებასა და დანერგვას.

თეგები: ახალი მეთოდიდაწყებითისკოლა