კვირა, 6 სექტემბერი, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

ქუთაისში კომპოზიტორ რუსა მორჩილაძის საღამო გაიმართა

8 მარტი, 2015 • გიგა გელხვიიძე • 27

ქუთაისში კომპოზიტორ რუსა მორჩილაძის საღამო გაიმართა

ქუთაისის მერიას რუსა მორჩილაძის შემოქმედებითი საღამო 7 000 ლარი დაუჯდა.

ქუთაისის მერიამ ქალთა დღესთან დაკავშირებით ლადო მესხიშვილის სახელობის დრამატულ თეატრში კომპოზიტორ რუსა მორჩილაძის საღამო გამართა. აღსანიშნავია, რომ რუსა მორჩილაძის შემოქმედებითი საღამო ასეთი მასშტაბით დიდ სცენაზე პირველად გაიმართა. ღონისძიებაში მომღერლები მაკა ზამბახიძე, ეკა კახიანი, მაია ჯაბუა, ნინი ქარსელაძე, არჩილ მეფარიძე, ხათუნა ჟორდანია და ჯგუფი ,,ქუჩის ბიჭები” მონაწილეობდნენ. როგორც ქუთაისის მერიის კულტურის, სპორტის, ძეგლთა დაცვის და ახალგაზრდულ სამეთა დამსახურის უფროსმა ვაჟა ჯუღელმა განაცხადა, აღნიშნული ღონისძიება 7 000 ლარი დაჯდა. ,,ყველა ქალბატონს ვულოცავ ქალთა საერთაშორისო დღეს, ქუთაისის მერიის კულტურის, სპორტის, ძეგლთა დაცვის და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახური შეეცადა, რომ დღევანდელი საღამო გაელამაზებინა ჩვენი ქალბატონებისთვის. როგორც თავად ხედავთ, ჩანაფიქრმა გაამართლა და ღონისძიებამ სრული ანშლაგით ჩაიარა. რუსა მორჩილაძის შემოქმედებითი საღამო 7 000 ლარი დაჯდა”, – განაცხადა ჯუღელმა.

თეგები: 8 მარტივაჟა ჯუღელირუსა მორჩილაძე