თბილისში განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით დავით მ. დააკავეს. სამართალდამცველებმა დაკავებულის პირადი ჩხრეკისას ნარკოტიკული საშუალების 15 შეკვრა და ერთი ნატეხი ამოიღეს, რომელიც ექსპერტიზის დასკვნით 3,7671 გრ მეტადონს შეიცავს. ნარკოლოგიური შემოწმებით დავით მ-ს მეტადონის მოხმარების ფაქტი დაუდგინდა. დაკავებული აღიარებს ჩადენილ დანაშაულს. ინფორმაციას აღნიშნულის შესახებ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
შსს-მ განსაკუთრებით დიდი ოდენობით მეტადონი ამოიღო
10 მარტი, 2015 • იზა მოდებაძე • 108
სამართალდამცველებმა დაკავებულის პირადი ჩხრეკისას ნარკოტიკული საშუალების 15 შეკვრა ამოიღეს.
თეგები: დაკავება • მეტადონი • შსს
ასევე წაიკითხეთ
სარეკლამო ბანერი • 300×250
სხვა ამბები