შაბათი, 5 სექტემბერი, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

“პალიტრა TV”-სთან დაკავშირებით 11 არასამთავრობო ორგანიზაცია განცხადებას ავრცელებს

14 მარტი, 2015 • ნიუპრესი • 22

“პალიტრა TV”-სთან დაკავშირებით 11 არასამთავრობო ორგანიზაცია განცხადებას ავრცელებს

კოალიცია მზადაა მაგითიკომისა და “პალიტრა TV”-ს მოლაპარაკებებში მედიატორის როლი შეასრულოს.

“პალიტრა TV”-სთან დაკავშირებით კოალიცია “მედიის ადვოკატირებისთვის” განცხადებას ავრცელებს. “კოალიცია “მედიის ადვოკატირებისთვის” ყურადღებით აკვირდება Must Carry-სა და Must Offer-ის პრაქტიკულ განხორციელებას და გამოთქვამს წუხილს, რომ მიუხედავად მრავალთვიანი დავისა, ვერ მოხერხდა მოლაპარაკება მაგთიკომსა და “პალიტრა TV”-ს შორის. დავა ვერ დარეგულირდა კომუნიკაციების ეროვნული კომისიისა და სასამართლოს მიერ საკითხის განხილვითაც, რომლებმაც არ დაავალდებულეს მაგთიკომი საკუთარ სამაუწყებლო პაკეტში განეთავსებინა “პალიტრა TV”-ს კონტენტი.
კოალიციისთვის არსებითად მნიშვნელოვანია, რომ მოსახლეობისთვის, მიუხედავად იმისა, რომელ პლატფორმას იყენებენ მაუწყებლობის მისაღებად, თანაბრად იყოს ხელმისაწვდომი ადგილობრივი საერთო მაუწყებლები, იმგვარად, რომ არ მოხდეს მოქმედი ოპერატორებისთვის ტექნიკური პრობლემების შექმნა,”- ნათქვამია “მედიის ადვოკატირებისთვის” განცხადებაში. კოლაიცია მზადაა მაგითიკომისა და “პალიტრა TV”-ს მოლაპარაკებებში მედიატორის როლი შეასრულოს. განცხადებას ხელს 11 არასამთავრობო ორგანიზაცია აწერს .

თეგები: კოლაიციამედიაპალიტრა