ქუთაისის მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების, კეთილმოწყობისა და დასუფთავების სამსახურმა გასული წლის სამუშაოები შეაჯამა. ანგარიშის მიხედვით, რეაბილიტაცია ჩაუტარდა 106 ქუჩას, რისთვისაც 19 335 252 ლარი დაიხარჯა.
რეგიონული განვითარების ფონდიდან 59 ქუჩის რეაბილიტაციისთვის 8 017 731 ლარი დაიხარჯა, ხოლო მუნიციპალური განვითარების ფონდიდან 39 ქუჩის რეაბილიტაციისთვის დახარჯული თანხა 4 848 174 ლარს შეადგენს.
” 2013 წლიდან გადმოსული 39 პროექტი დასრულდა. საერთო ჯამში, შესრულდა 15 მილიონი ლარის სამუშაოები. მიმდინარეობს 2 ბაღის მშენებლობა. შევეცდებით 2015 წელი გაცილებით ნაყოფიერი იყოს”,- განაცხადა მალხაზ ბასილაძემ. 2015 წლის საერთო დაფინასება 15 მილიონ ლარს შეადგენს.
ინფრასტრუქტურული პროექტებისათვის 15 მილიონი ლარი დაიხარჯა
16 მარტი, 2015 • ანა ჯიქია • 32
ქუთაისის მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების, კეთილმოწყობისა და დასუფთავების სამსახურმა გასული წლის სამუშაოები შეაჯამა.
თეგები: ინფრასტრუქტურა • რეაბილიტაცია • სამუშაოები
ასევე წაიკითხეთ
სარეკლამო ბანერი • 300×250
სხვა ამბები