სამშაბათი, 25 აგვისტო, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

შსს-მ 51 აბი ე.წ. „ბიო“ და დიდი ოდენობით კანაფის ფისი ამოიღო

19 მარტი, 2015 • ნიუპრესი • 22

შსს-მ 51 აბი ე.წ. „ბიო“ და დიდი ოდენობით კანაფის ფისი ამოიღო

გამოძიება ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების და დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის და ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ მოხმარების ფაქტებზე მიმდინარეობს.

შსს-ს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ნარკოტიკების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1974 წელს დაბადებული ლევანი ჩ. ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების და დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით თბილისში დააკავეს.

სამართალდამცველებმა დაკავებულის საცხოვრებელი ბინის ჩხრეკისას 51 აბი ე.წ. „ბიო“ და 92,5716 გრ ნარკოტიკული საშუალება კანაფის ფისი ამოიღეს. ამოღებული „ბიო“ ექსპერტიზის დასკვნით 2,2846 გრ ფენეთილამინის ნაერთთა კლასის ახალ ფსიქოაქტიურ ნივთიერებას შეიცავს. ნარკოლოგიური შემოწმებით, დაკავებულს მარიხუანის მოხმარების ფაქტი დაუდგინდა.

გამოძიება ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების და დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის და ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ მოხმარების ფაქტებზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის 1-ლი პრიმა ნაწილით, 260-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და 273-ე მუხლით).

თეგები: ბიოკანაფის ფისიშსს