შაბათი, 5 სექტემბერი, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

გია უკლება: “ბოდიში, კომფორტული მანქანა ვერ დაგახვედრეთ”

25 მარტი, 2015 • ანა ჯიქია • 30

გია უკლება: “ბოდიში, კომფორტული მანქანა ვერ დაგახვედრეთ”

ავტომანქანების შეძენის თემა კვლავ დაპირისპირების საგანი გახდა.

საკრებულოს სხდომაზე მერიის მიერ ავტომანქანების შესყიდვის თემა კვლავ გახდა დაპირისპირების საგანი. საკრებულოს ოპოზიციონერი დეპუტატი ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის” წევრი გია უკლება ავტომანქანების საკითხით დაინტერესდა და ქალაქის მერს მიმართა: “რა ბედი ეწევათ მანქანებს, ცალკე თქვენ წუწუნებთ, რომ ნათხოვარი მანქანით დადიხართ, ცალკე საკრებულოს თავმჯდომარე, რომ წყალი ჩადის”, – განაცხადა გია უკლებამ. მან მერიას მანქანების გაზზე გადაყვანა ურჩია.

მერმა გია უკლება ეკონომიკური საკითხების პოლიტიკურ ჭრილში გადატანაში დაადანაშაულა. “რა არის გაუგებარი, მაღალი კლასის მანქანებიდან, რომელიც ბევრს წვავს, უნდა გადავიდეთ ეკონომიური კლასის მანქანებზე, თქვენი “ნაგავი” სარემონტოა, თქვენ აიღებთ პასიხისმგებლობას 50 ათასი ლარი რომ მიდის მანქანების რემონტში?”,- უპასუხა შოთა მურღულიამ.

“დიდი ბოდიში, კომფორტული მანქანა ვერ დაგახვედრეთ”, – ამ რეპლიკით უპასუხა ქალაქის მერს გია უკლებამ. რაც შეეხება მერის მიერ “ნათხოვარი” მანქანით სიარულს, შოთა მურღულიამ განმარტა, რომ იგი რეგიონალური ინფრასტრუქტურის სამინისტროს მანქანით დადის, რათა მისი ტრანსპორტირების ხარჯები ქალაქის ბიუჯეტს არ დააწვეს.

თეგები: გია უკლებასაკრებულოშოთა მურღულია