ხუთშაბათი, 27 აგვისტო, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

დაზიანებული საკანალიზაციო ჭები ქუთაისში-საფრთხე მძღოლებისა და ქვეითებისათვის

29 მარტი, 2015 • ნესტან ჩაგელიშვილი • 22

დაზიანებული საკანალიზაციო ჭები ქუთაისში-საფრთხე მძღოლებისა და  ქვეითებისათვის

პრობლემის არსებობას მერიის კეთილმოწყობის სამსახურის უფროსი მალახაზ ბასილაძეც ადასტურებს.

დაზიანებული და თავდაუხურავი საკანალიზაციო ჭები ქუთაისში თითქმის ყველა უბნის პრობლემა, რაც მძღოლებისა და ფეხით მოსიარულეების უკმაყოფილების მიზეზი ხდება.
როგორც მძღოლები განმარტავენ, მოუწესრიგებელი საკანალიზაციო ჭების გამო ავტომობილები ზიანდება და საავარიო სიტუაციებიც იქნება.
პრობლემის არსებობას მერიის კეთილმოწყობის სამსახურის უფროსი მალხაზ ბასილაძეც ადასტურებს. მისი განცხადებით, ჭებიდან ნაწილი გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიას, ნაწილი კი კავშირგაბმულობის ძველ და ახალ ქსელებს ეკუთვნის.
მისივე თქმით, ვინაიდან აღნიშნული ჭები კერძო კომპანიების განკარგულებაშია, მერია პრობლემის მოგვარებას საკუთარი ინიციატივით ვერ ახორციელებს. როგორც ბასილაძე განმარტავს, მერიამ პრობლემის გადასაჭრელად კომპანიებს თანამშრომლობა შესთავაზა.

თეგები: მალხაზ ბასილაძესაკანალიზაციო ჭებიქუთაისი