სამშაბათი, 25 აგვისტო, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

შსს-მ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ჰეროინი ამოიღო

31 მარტი, 2015 • ნიუპრესი • 118

შსს-მ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ჰეროინი ამოიღო

მამუკა ბ-ს ნარკოტიკი ჯინსის შარვლებში ჩაკერებული სპეციალური სამალავებით უკანონოდ გადაჰქონდა.

აჭარაში 1978 წელს დაბადებული მამუკა ბ. განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის და საქართველოში უკანონო შემოტანის ბრალდებით ბათუმში დააკავეს. სამართალდამცველებმა დაკავებულის კუთვნილი ავტომანქანის ჩხრეკისას 16 შეკვრად დაფასოებული 25,95 გრ ნარკოტიკული ნივთიერება ამოიღეს, რომელიც ექსპერტიზის დასკვნით 6,496გრ ჰეროინს შეიცავს. მამუკა ბ-ს ნარკოტიკი ჯინსის შარვლებში ჩაკერებული სპეციალური სამალავებით უკანონოდ გადაჰქონდა. დაკავებული აღიარებს ჩადენილ დანაშაულს. გამოძიება განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის და საქართველოში უკანონოდ შემოტანის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ს 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და 262 -ე მუხლის 4-ე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით.)

თეგები: დაკავებაშსსჰეროინი