შაბათი, 5 სექტემბერი, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

ქართული ანბანი იუნესკოს მსოფლიო არამატერიალური მემკვიდრეობის ნომინაციაზე წარადგინეს

1 აპრილი, 2015 • ნიუპრესი • 51

ქართული ანბანი იუნესკოს მსოფლიო არამატერიალური მემკვიდრეობის ნომინაციაზე წარადგინეს

საქართველო ძეგლად აღიარებული სამი თანაბარად მმოქმედი ანბანის მფლობელი პირველი ქვეყანა იქნება.

“ქართული ანბანის სამი სახეობის ცოცხალი კულტურა” იუნესკოს მსოფლიო არამატერიალური მემკვიდრეობის ნომინაციაზე ოფიციალურად წარადგინეს.
როგორც საგარეო საქმეთა სამინისტროდან იტყობინებიან, იუნესკო ორწლიან ვადაში განიხილავს ქართული ანბანისთვის მსოფლიო მემკვიდრეობის სტატუსის მინიჭების საკითხს.
მათივე ინფორმაციით, იმ შემთხვევაში თუ ქართული დამწერლობა ოფიციალურად მიიღებს სტატუსს, მაშინ საქართველო არამატერიალური ძეგლის სტატუსის მქონე დამწერლობის სამი თანაბარად მოქმედი ანბანის მფლობელი პირველი ქვეყანა იქნება.
საქართველომ “არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის დაცვის შესახებ კონვენციის” რატიფიცირება 2008 წლის 18 მარტს მოახდინა. მას შემდეგ, 2008 წელს, კაცობრიობის არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი ჯერ “ქართულ პოლიფონიურ სიმღერას” და შემდგომ, 2013 წელს, “ქვევრში ღვინის დაყენების უძველეს ტრადიციულ მეთოდს” მიენიჭა.
წყარო: ipn.ge

თეგები: ანბანიიუნესკოქართული დამწერლობა