სამშაბათი, 25 აგვისტო, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

დუბაის გრანდიოზული საახალწლო ფოიერვერკი გინესის რეკორდების წიგნში მოხვდა

3 იანვარი, 2014 • ნიუპრესი • 23

დუბაის გრანდიოზული საახალწლო ფოიერვერკი გინესის რეკორდების წიგნში მოხვდა

500 ათასამდე ფოიერვერკი დაიხარჯა. ეს სიამოვნება ქალაქის ხელისუფლებას 6 მილიონი დოლარი დაუჯდა.

დუბაიმ 2014 წლის დადგომა განსაკუთრებული ფოიერვერკით აღნიშნა. მსოფლიოს ყველაზე მაღალი შენობის, ბურჯ ხალიფას ირგვლივ შეკრებილი ათიათასობით ადგილობრივი და ტურისტი 6 წუთის განმავლობაში ადევნებდა თვალს ფანტასტიკურ სანახაობას, რომელზეც 500 ათასამდე ფოიერვერკი დაიხარჯა. ეს სიამოვნება ქალაქის ხელისუფლებას 6 მილიონი დოლარი დაუჯდა.

ამ მონაცემებით, დუბაი გინესის რეკორდების წიგნში მოხვდა და ყველაზე გრანდიოზული ფოიერვერკის ტიტული 2012 წლის რეკორდსმენ ქუვეითს ჩამოართვა.

წყარო: palitratv.ge

თეგები: ახალი წელიდუბაივიდეო სიუჟეტიფოიერვერკი