ქუთაისში სტუდია “ეფექტი” გაძარცვეს. ობიექტი ქალაქის ცენტრალურ ნაწილში, კონკრეტულად კი, მერიის გვერდით არის. როგორც სტუდიაში მომუშავე ოპერატორი გაგა ლევიძე განმარტავს, შემთხვევა, სამი დღის წინ საღამოს 18:30 წუთზე მოხდა. სტუდიიდან წაღებულია “ვეტმფრენი”, რომელზეც მაგრდება ვიდეოკამერა, ასევე წაღებულია ობიექტივები და სხვა ტექნიკა.
“საღამოს შემოვედი სტუდიაში, შევნიშნე მინა იყო ჩამსხვრეული და ნივთები გამქრალი, გამოვიძახე პოლიცია. გამოძიებაამ დრომდე მიმდინარეობს. “, -აღნიშნა გაგა ლევიძემ სტუდიის ოპერატორმა.
როგორც შსს პრესცენტრმა ნიუპრესს განუცხადა გამოძიება 187-ე მუხლით მიმდინარეობს;
“გამოიკვეთა, რომ აპარატურა იყი წაღებული, საქმე გადაკვალიფიცირდება შესაბამისი მუხლით. გამოძიება მიმდინარეობს 187-ე მუხლით, რომელიც სხვისი ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს”,-აღნიშნა შსს პრესსამსახურის უფროსმა ტატო კუჭავამ.
აღსანიშნავია, რომ შენობას მერიის ვიდეო კამერა იღებს, თუმცა გამოძიებას ამ დრომდე ეჭვმიტანილი არ ჰყავს.