ხუთშაბათი, 27 აგვისტო, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

ქუთაისის მერია საპრივატიზაციოდ 50 ობიექტს გამოიტანს

3 აპრილი, 2015 • ნესტან ჩაგელიშვილი • 22

ქუთაისის მერია საპრივატიზაციოდ 50 ობიექტს გამოიტანს

პრივატიზებიდან ბიუჯეტში რამდენიმე მილიონს ელოდებიან.

ქუთაისის მერია ამ ეტაპზე 50 ობიექტის პრივატიზებას გეგმავს. გასაყიდად გატანილი ობიექტების ნუსხის დასადგენად მერია რამდენიმე თვის განმავლობაში მუშაობდა. როგორც ვიცე–მერი კონსტანტინე ქავთარაძე აღნიშნავს, ამ ობიექტების გასხვისებით ადგილობრივ ბიუჯეტში დაახლოებით რამდენიმე მილიონი ლარი შევა. მისივე განმარტებით, აუქციონი მომდევნო კვირიდან გამოცხადდება. რაც შეეხება პარკირებას, აუქციონი დღეს გამოცხადდა, რომლის ღირებულებას 660 000 ლარია. 274 ადგილი ერთ ლოტად გავიდა. შეგახსენებთ, რომ აუქციონი პირველ ჯერზე დაინტერესებული მხარის არარსებობის გამო ჩავარდა.

თეგები: პარკირებაპრივატიზებაქუთაისი