სამშაბათი, 18 აგვისტო, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

საქმოსნებმა შუმახერის ფანების ემოციებით ფულის შოვნა გადაწყვიტეს

5 იანვარი, 2014 • ნიუპრესი • 15

საქმოსნებმა შუმახერის ფანების ემოციებით ფულის შოვნა გადაწყვიტეს

ინტერნეტ-გვერდები წარმოადგენენ ერთგვარ „სანაძლეოს“ შუმახერის სიკვდილ-სიცოცხლესთან დაკავშირებით.

მრბოლელ მიხაელ შუმახერის ბედი მილიონობით ადამიანს აწუხებს, რაც თავისთავად სოციალურ ქსელებშიაც აისახება, წერს Sueddetsche Zeitung. ადამიანები უთანაგრძნობენ შუმახერს და გამამხნევებელი სიტყვებით მიმართავენ მისი ოჯახის წევრებს.

თუმცა თანაგრძნობის ყველა გამოვლინება როდია გულწრფელი. ინტერნეტში, მაგალითად, გამოჩნდნენ ვიღაც საქმოსნები, რომლებიც შუმახერის ფანების ემოციებით ფულის შოვნას აპირებენ.

ამ დღეებში სოციალურ ქსელებში დიდი რაოდენობით გვერდი გამოჩნდა სახელწოდებით RIP Michael Schumacher (მშვიდად განისვენე მიხაელ შუმახერ). ეს იმისთვის შეიქმნა, რომ სახელგანთქმული მრბოლელის სიკვდილის შემთხვევაში ამ გვერდებზე მოიზიდონ ინტერნეტ-მომხმარებლების მაქსიმალური რაოდენობა, რომლებიც მოისურვებენ სამძიმრის გამოთქმას საყვარელი ადამიანის მიმართ. ეს კი საქმოსნებს იმის საშულებას მისცემს ბევრი რეკლამა განათავსონ ამ გვერდებზე და ამით ფული გამოიმუშაონ.

ასეთი გვერდები წარმოადგენენ ერთგვარ „სანაძლეოს“ შუმახერის სიკვდილ -სიცოცხლესთან დაკავშირებით, ამიტომ გაზეთი აფრთხილებს ინტერნეტმომხმარებლებს არ გამოიყენონ ეს გვერდები და არ შევიდნენ მათზე.

მომზადებულია Süddeutsche Zeitung-ის მიხედვით

თეგები: მიხაელ შუმახერისაზოგადოებასაქმოსნებიფული