სამშაბათი, 25 აგვისტო, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

თბილისში ორი პოლიციელი დაჭრეს

4 აპრილი, 2015 • ნიუპრესი • 21

თბილისში ორი პოლიციელი დაჭრეს

ამჟამად მათ ქირურგიული ოპერაცია უტარდებათ.

თბილისში, ვარკეთილის მეტროს მიმდებარე ტერიტორიაზე ორი პოლიციელი დაჭრეს. თვითმხილველების თქმით, მათ მოქალაქე შემოწმების მიზნით გააჩერეს, რასაც ცეცხლსასროლი იარაღიდან რამდენჯერმე გასროლა მოყვა.

აღნიშნულ ინფორმაციას ადასტურებს შინაგან საქმეთა სამინისტრო. პრესსამსახურის ცნობით, დაჭრილი პოლიციელები საავადმყოფოში არიან გადაყვანილები. მათ ცეცხლსასროლი იარაღიდან მრავლობილი ჭრილობები აქვთ მიყენებული. ამჟამად პოლიციელებს უტარდებათ ქირურგიული ოპერაცია. შსს-ს ინფორმაცით, მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

თეგები: თბილისიპოლიციელების დაჭრაშსს