სამშაბათი, 25 აგვისტო, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

შსს-მ ტყიბულში უკანონო ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა ამოიღო

4 აპრილი, 2015 • გიგა გელხვიიძე • 21

შსს-მ ტყიბულში უკანონო ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა ამოიღო

ამოღებულია „კალაშნიკოვი“-ს სისტემის ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი და სხვადასხვა დასახელების ცეცხლსასროლი იარაღის 528 საბრძოლო ვაზნა.

ტყიბულის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1959 წელს დაბადებული ბადრი დ. ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ბრალდებით დააკავეს. სამართალდამცველებმა დაკავებულის საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას „კალაშნიკოვი“-ს სისტემის ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი და სხვადასხვა დასახელების ცეცხლსასროლი იარაღის 528 საბრძოლო ვაზნა ამოიღეს. დაკავებული აღიარებს ჩადენილ დანაშაულს. გამოძიება ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის 1-ლი ნაწილით).
შსს-ს ოფიციალური ინფორმაცია.

თეგები: ტყიბულიშსსცეცხლსასროლი იარაღი