შაბათი, 5 სექტემბერი, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

ავღანეთის მისიაში 900-მდე ქართველი სამხედრო მონაწილეობს

8 აპრილი, 2015 • ანა ჯიქია • 29

ავღანეთის მისიაში 900-მდე ქართველი სამხედრო მონაწილეობს

ამის შესახებ მინდია ჯანელიძემ თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის სხდომაზე განაცხადა.

“ჩვენ ვაგრძელებთ კონტრიბუციას საერთაშორისო უსაფრთხოებასა და სტაბილურობაში ISAF-ის მისის დასრულების შემდეგაც და დაახლოებით 900 სამხედრო მოსამსახურით ვმონაწილეობთ გადამჭრელი მხარდაჭერის პროგრამაში, რომელიც ავღანეთში მიმდინარეობს. იქ რამდენიმე ხნის წინ პირადად ვიმყოფებოდი და ჩემი თვალით ვნახე ქართველი სამხედროების მაღალი პროფესიონალიზმი, მაღალ დონეზე შესრულებული მოვალეობები და ის თავგანწირვა, რომელსაც ისინი ყოველდღიურ საქმიანობაში აჩვენებენ. ეს შეფასებულია არა მარტო ჩვენს, არამედ ყველა საერთაშორისო პარტნიოერის მიერ, რომელიც ჩვენთან ერთად მონაწილეობს საერთაშორისო მისიაში”, – განაცხადა მინდია ჯანელიძემ.

მინისტრის თქმით, საქართველო სამხედრო მოსამსახურეების რაოდენობს მხრივ მისიაში N2 მეორე კონტრიბუტორი ქვეყანაა.

თეგები: ავღანეთიკომიტეტის სხდომამინდია ჯანელიძე