შაბათი, 5 სექტემბერი, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

რა გახდა ხმაურის მიზეზი ზესტაფონის საკრებულოში?

11 აპრილი, 2015 • გიგა გელხვიიძე • 25

რა გახდა ხმაურის მიზეზი ზესტაფონის საკრებულოში?

ადგილობრივები თვითმმართველობის მხრიდან საფეხბურთო კლუბის დაფინანსებას ითხოვენ.

საფეხბურთო კლუბ ,,ზესტაფონის“ საკითხის განხილვას ხმაური მოჰყვა ზესტაფონის საკრებულოს სხდომაზე. როგორც ადგილობრივები და კლუბის წარმომადგენლები აცხადებენ, თვითმმართველობა არ ცდილობს აღნიშნული კლუბის განვითარებას შეუწყოს ხელი, რაც აზარალებს სპორტის ამ სახეობას და ახალგაზრდებს უკარგავს სტიმულს იცხოვრონ ჯანსაღი ცხოვრების წესით.

აღნიშნულთან დაკავშირებით ზესტაფონში ცოტა ხნის წინ აქციაც გაიმართა, სახელწოდებით – ,,ნუ წაგვართმევთ ფეხბურთს“. აქციის მონაწილეთა ძირითადი მოთხოვნა ადგილობრივი თვითმმართველობის მხრიდან დახურვის პირას მყოფი საფეხბურთო კლუბის ფინანსური დახმარება იყო.

თეგები: ზესტაფონისაკრებულოფეხბურთი