ხუთშაბათი, 27 აგვისტო, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

ნიკო ფიროსმანიშვილის ნახატებს ქუთაისში გამოფენენ

14 აპრილი, 2015 • ანა ჯიქია • 19

ნიკო ფიროსმანიშვილის ნახატებს ქუთაისში გამოფენენ

გამოფენა 15 აპრილს გაიხსნება.

15 აპრილს, 16 საათზე, ქუთაისის სახელმწიფო ისტორიულ მუზეუმში ფიროსმანის სურათების გამოფენა გაიხსნება. მხატვრის ეს ნამუშევრები საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ნიკო ფიროსმანაშვილის სახელმწიფო მუზეუმში ინახება. 15 მარტიდან – 7 აპრილამდე კი თბილისში ხელოვნების სასახლეში იყო გამოფენილი. 8 აპრილს ექსპონატები ქუთაისში ჩამოიტანეს. აქ ფიროსმანის ნამუშევრები პირველად გამოიფინება. ფიროსმანის სურათებთან ერთად, წარმოდგენილია პაბლო პიკასოს “ნიკო ფიროსმანაშვილის პორტრეტი” და ფიროსმანის გამოფენათა ამსახველი აფიშები. გამოფენა – “ფიროსმანი” მირზაანის მუზეუმის კოლექციიდან – ქუთაისის სახელმწიფო ისტორიულ მუზეუმში 30 აპრილამდე გასტანს.

თეგები: გამოფენანიკო ფოროსმანიშვილიქუთაისი