ხუთშაბათი, 27 აგვისტო, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

დედაენის დღე ქუთაისში კალიგრაფიული ნამუშევრების გამოფენით აღნიშნეს

14 აპრილი, 2015 • გიგა გელხვიიძე • 18

დედაენის  დღე ქუთაისში კალიგრაფიული ნამუშევრების გამოფენით აღნიშნეს

გამოფენას ქალაქის მერი და მხარის ვიცე-გუბერნატორი დაესწრნენ.

დედაენის დღესთან დაკავშირებით ქუთაისში არსებულ “დედაენის ძეგლთან” ფიქრია ჭაბუკიანის კალიგრაფიული ნამუშევრების გამოფენა მოეწყო. გამოფენას ქუთაისის მერი შოთა მურღულია და იმერეთის ვიცე გუბერნატორი პაატა ნადირაძე დაესწრნენ. ღონისძიება ქუთაისის მერიის კულტურის, სპორტის, ძეგლთა დაცვის და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის პატრონაჟით ჩატარდა.

ქუთაისის მერმა შოთა მურღულიამ ქართული ენის მნიშვნელობაზე ისაუბრა. მისი თქმით, „გვქვს ულამაზესი და უძველესი ენა. მნიშვნელოვანი დღეა, რადგან 1978 წელს ამ დღეს ქართული ენა სახელმწიფო ენად გამოცხადდა.“

შეგახსენებთ, ქუთაისში არსებულ დედაენის ძეგლს რეაბილიტაცია გასულ წელს ჩაუტარდა, რაც ქალაქის თვითმმართველობას 25 925 ლარი დაუჯდა.

თეგები: დედა ენაკალიგრაფიაქუთაისი