ქუთაისის სპორტის სასახლეში სტარტი აიღო კრივის მეხუთე საერთაშორისო ტურნირმა. იგი ევროპისა და მსოფლიო ჩემპინის აკაკი კაკაურიძის ხსოვნას ეძღვნება. ტურნირში მონაწილეობას საქართველოს სხვადასხვა რეგიონებიდან, ასევე აზერბაიჯანიდან, თურქეთიდან და რუსეთიდან ჩამოსული სპორტსმენები ღებულობენ. ტურნირი ქუთაისის მერმა შოთა მურღულიამ გახსნა. მომდევნო შეხვედრები 19 და 20 აპრილს გაიმართება.
კრივში მეხუთე საერთაშორისო ტურნირი დაიწყო
18 აპრილი, 2015 • ანა ჯიქია • 20
ტურნირი ევროპისა და მსოფლიო ჩემპიონის აკაკი კაკაურიძის ხსოვნას ეძღვნება.
თეგები: კრივი • ტურნირი • ქუთაისი
ასევე წაიკითხეთ
სარეკლამო ბანერი • 300×250
სხვა ამბები