პარასკევი, 28 აგვისტო, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

“წყალდიდობა” თამარ მეფის ქუჩაზე

21 აპრილი, 2015 • ეკა შალამბერიძე • 20

“წყალდიდობა” თამარ მეფის ქუჩაზე

ქუთაისის ახლადრეაბილიტირებულ ქუჩაზე როგორც ტრანსპორტით, ასევე ქვეითად გადაადგილება გართულებულია.

ქუთაისში, ახლადრეაბილიტირებულ თამარ მეფის ქუჩაზე, როგორც ტრანსპორტით, ასევე ქვეითად გადაადგილება გართულებულია. დაზიანებული სისტემიდან წყალი გზაზე იქცევა, რაც მოსახლეობის უკმაყოფილებას იწვევს. ,,ამ ქალაქს პატრონი ოდესმე ხომ უნდა ეღირსოს, სირცხვილია. ესღა გვაკლდა, ტბა ქალაქის ცენტში,“-აღნიშნავს ადგილობრივი დარეჯან გვასალია.

საქართველოს გაერთაინებული წყალმომარაგების კომპანიის ქუთაისის სერვისცენტრის სპეციალისტის ქეთი კიკვიძის განცხადებით, პრობლემა ხვალ დღის ბოლომდე მოგვარდება: ,,შექმნილი მდგომარეობა გამოიწვიაიმან, რომ თამარ მეფის ქუჩის პირველი ჩიხის 5 და 7 ნომერში დაზიანდა 100 დიამეტრის წყლის მილის ქსელი. ადგილზე მიმდნარეობს სარემონტო სამუშაოები. პრობლემა დღეს, ან ხვალ დღის ბოლომდე მოგვარდება,”-განუცხადა მან “ნიუპრესს”.

თეგები: თამარ მეფის ქუჩაქუთაისიწყალმომარტაგება