საზოგადოებრივი ინტერესების დაცვის ცენტრის ხელმძღვანელის სულხან ქობულაძის განცხადებით, არც ერთი სერიოზული პროექტი ქუთაისისათვის ხელისუფლებას არ ემეტება. მისი თქმით, ქალაქი მხოლოდ არჩევნების დროს ახსენდებათ. “არც ერთი სერიოზული პროექტი ქუთაისისთვის ხელისუფლებას არ ემეტება. თუ გამოჩდა ინვესტორი, თბილისისკენ აქვს გეზი. (გასაგები მიზეზია, მოსახლეობის დიდი რაოდენობა ხომ თბილისშია და გასაღების ბაზარიც იქაა)ადგილობრივი ბიზნესი ვერ ვითარდება, რადგანაც ძირითადი ბიზნესი თბილისიდან კონტროლდება, ხოლო ადგილობრივებს ძირითადად დისტრიბუციის ფული რჩებათ. ხშირად გაიგონებ ინფრასტრუქტურაზე ქუთაისს ამდენი თანხა გამოეყოო…როდის იყო მარტო ასფალტის დაგებით და კანალიზაციის შეკეთებით ეკონომიკა ვითარდებოდა? დრო გარბის, ერთი თაობა გაიაზარდა უკვე მოლოდინში, იმედებში, რომელიც უიმედობაში გადაიზარდა. კიდევ რამდენი თაობა უნდა შეიცვალოს, რომ ქალაქს ყურადღება მიექცეს? “, -განაცხადა სულხან ქობულაძემ.
“ქუთაისისათვის ხელისუფლებას სერიოზული პროექტები არ ემეტება”- სულხან ქობულაძე
22 აპრილი, 2015 • ანი ლიპარიშვილი • 19
საზოგადოებრივი ინტერესების დაცვის ცენტრის ხელმძღვანელი სულხან ქობულაძე ქუთაისის უპერსპექტივობაზე საუბრობს.
თეგები: სულხან ქობლაძე • უპერსპექტივო • ქუთაისი
ასევე წაიკითხეთ
სარეკლამო ბანერი • 300×250
სხვა ამბები