პარასკევი, 28 აგვისტო, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

ქუთაისში ნატოსა და ევროკავშირის საინფორმაციო ცენტრის შეხვედრა გაიმართა

22 აპრილი, 2015 • ნესტან ჩაგელიშვილი • 22

ქუთაისში ნატოსა და ევროკავშირის საინფორმაციო ცენტრის შეხვედრა გაიმართა

მხარეები აქტიურ თანამშრომლობასა და ევროინტეგრაციის შესახებ სწორი ინფორმაციის გავრცელებაზე შეთანხმდნენ.

ნატოსა და ევროკავშირის საინფორმაციო ცენტრის სახელმწიფო კომუნიკაციის სტრატეგიის ფარგლებში შეხვედრები გრძელდება. დღეს მორიგი შეხვედრა ქუთაისის მერიაში გაიმართა, სადაც საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესი და ასოცირების ხელშეკრულების განხორციელება განიხილეს.

„ დღეს ქუთაისის თვითმმართველობაში იმ ადამიანებს შევხდვით, რომელთაც მოქალაქეებთან უშუალო შეხება აქვს. ეს არის მნიშვნელოვანი ფაქტორი, რადგან მთავარია საზოგადოების ინფორმირება,“-აცხადებს ნატოსა და ევროკავშირის საინფორმაციო ცენტრის ხელმძღვანელი ელენე გოცაძე.

ქუთაისის ვიცე-მერის, კონსტატინე ქავთარაძის თქმით, მხარეები აქტიურ თანამშრომლობასა და ევროინტეგრაციის შესახებ სწორი ინფორმაციის გავრცელებაზე შეთანხმდნენ.

თეგები: ევროინტეგრაციანატოქუთაისი