პარასკევი, 28 აგვისტო, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

,,წიგნის მცველების” აქცია ქუთაისში

23 აპრილი, 2015 • ეკა შალამბერიძე • 23

,,წიგნის მცველების” აქცია ქუთაისში

აქცია ერთობლივად თბილისსა და ქუთაისში გაიმართა.

წიგნის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით ახალგაზრდული ცენტრის ორგანიზებით აქცია გაიმართა. ,,წიგნის მცველებმა” მათი ფავორიტი წიგნები წარმოადგინეს და ტექნოლოგიების ეპოქაში წიგნის მნიშვნელობის შეუცვლელობაზე ისაუბრეს. პარალელურად მსგავსი აქცია საქართველოს სხვა ქალაქებშიც გაიმართა. ,,წიგნის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი აქციის ორგანიზება ჩვენ ჯერ კიდევ 14 აპრილს სოციალური ქსელით დავიწყეთ. გამოგვიჩნდნენ თანამოაზრეები თბილისიდანაც. დღეს ერთობლივად ვაწყობთ ამ აქციას ორივე ქალაქში. გვინდა ტექნოლოგიების ეპოქაში, განსაკუთრებით ახალ თაობას, მივცეთ მაგალითი იმისა, რომ წიგნის კითხვა ძალიან კარგია,“- აღნიშნა ქუთაისის ახალგაზრდული ცენტრის დირექტორმა ნატალია პატარიძემ.

ორგანიზატორების თქმით, აქცია ტრადიციულ სახეს მიიღებს და ყოველ 23 აპრილს გაიმართება.

თეგები: ახალგაზრდული ცენტრიქუთაისიწიგნის მცველები