ხუთშაბათი, 13 აგვისტო, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

ძაღლი პარალიზებულ კატას პატრონობს

19 იანვარი, 2014 • ნიუპრესი • 16

ძაღლი პარალიზებულ კატას პატრონობს

კატას გადაადგილება უჭირს, მაგრამ მშვიდად არის, რადგანაც კბილებამდე შეიარაღებული ძაღლი იცავს.

კატას, რომელსაც გადაადგილება არ შეუძლია, ძაღლი პატრონობს და მასთან მისვლის უფლებას არავის აძლევს.
ცხოველები სრულიად შემთხვევით ერთმა მგზავრმა აშშ-ის შტატ ფლორიდაში სახლში მიმავალ გზაზე ნახა და ფოტოები გადაუღო. მართალია კატას გადაადგილება უჭირს, მაგრამ მშვიდად არის, რადგანაც კბილებამდე შეიარაღებული ძაღლი იცავს – ძაღლი ყველას უყეფს, ვინც კატას უახლოვდება და მუდამ მის გვერდით წევს.
მოგვიანებით ცხოველები ადგილობრივ თავშესაფარში გადაიყვანეს. თანამშრომლებმა მიტოვებულ მეგობრებს სახელებიც შეურჩიეს და ძაღლი – იჯი და კატა – რუთი დღეს მზრუნველი პატრონების მეთვალყურეობის ქვეშ არიან. “ჩვენ ხშირად გვინახავს, როგორ მეგობრობენ კატები და ძაღლები, მაგრამ ასეთი ერთგულება ადამიანსაც კი შეშურდება”, – ამბობენ ცხოველთა თავშესაფრის თანამშრომლები.
წყარო:ambebi.ge

თეგები: აშშკატასაზოგადოებაძაღლი