სამშაბათი, 25 აგვისტო, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

ქუთაისის ცენტრალურ უბანში მცხოვრებლებს სასმელად უვარგისი წყალი მიეწოდებათ

20 იანვარი, 2014 • ანა ჯანაშია • 29

ქუთაისის ცენტრალურ უბანში მცხოვრებლებს სასმელად უვარგისი წყალი მიეწოდებათ

“წყალმომარაგების კომპანიიდან მოვიდნენ და დალიონ ეს წყალი, თუ დალევენ,” – ამბობენ ლერმონტოვის ქუჩაზე მცხოვრებლები.

ქუთაისში, ლერმონტოვის ქუჩაზე მცხოვრებლების თქმით, ორ თვეზე მეტია, რაც მათ სასმელად უვარგისი წყალი მიეწოდებათ.

ლერმონტოვის ქუჩაზე მცხოვრებლების თქმითვე, მათი მხრიდან ათასგზის დაწერილი განცხადებების მიუხედავად, გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის ქუთაისის ფილიალიდან, მათ ყურადღებას ამ დრომდე არავინ აქცევს.

„წყალმომარაგების კომპანიიდან მოვიდნენ და დალიონ ეს წყალი, თუ დალევენ“ – ამბობენ ლერმონტოვის ქუჩაზე მცხოვრებლები.

დაბინძურებულ წყალმომარაგებას, ლერმონტოვის ქუჩაზე მცხოვრებლები დაზიანებულ წყალგაყვანილობის მილებს უკავშირებენ.

როგორც გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის ქუთაისის ფილიალში აცახდებენ, აღნიშნულ ქუჩაზე მილების აღდგენითი სამუშაოების დაწყება ხვალიდან იგეგმება.

თეგები: ვიდეო სიუჟეტიუვარგისი წყალიქუთაისიწყალმომარაგება