ქუთაისში ნიკო მარის სახლ-მუზეუმი გაიხსნა. ბოტანიკურ ბაღში მუზეუმის გახსნას ენათმეცნიერის შთამომავლები დასწრნენ. “მინდა მთელ ქალაქს მივულოცო ქუთაისობა. მნიშვნელოვანი შენაძენია ეს სახლ–მუზეუმი ქალაქისათვის”, – განაცხადა ბოტანიკური ბაღის დირექტორმა ამირან ხვადაგიანმა. ნიკო მარს დიდი დამსახურება მიუძღვის ქართული და სომხური ფილოლოგიის განვითარებაში. მან მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა ქართველურ ენათა შესწავლის საქმეში. მარმა საფუძველი ჩაუყარა რუსთველოლოგიას, როგორც სამეცნიერო დისციპლინას, განსაკუთრებული ღვაწლი დასდო “ვეფხისტყაოსნის” ტექსტის საკითხების, რუსთაველის იდეოლოგიისა და მისი ეპოქის შესწავლას, გამოსცა პოემის პროლოგისა და ეპილოგის ტექსტები. დღეიდან, ქუთაისში, ნიკო მარის სახლ-მუზეუმის დათვალიერება ნებისმიერ მსურველს შეუძლია.

ქუთაისში ნიკო მარის სახლ-მუზეუმი გაიხსნა
2 მაისი, 2015 • ანა ჯიქია • 22
სახლ-მუზეუმის გახსნას ნიკო მარის ნათესავები დაესწრენენ.
თეგები: ბოტანიკური ბაღი • ნიკო მარი • ქუთაისი
ასევე წაიკითხეთ
სარეკლამო ბანერი • 300×250
სხვა ამბები