პარასკევი, 28 აგვისტო, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

ქუთაისში “იმერული ოდის” პრეზენტაცია გაიმართა

2 მაისი, 2015 • ანა ჯიქია • 26

ქუთაისში “იმერული ოდის” პრეზენტაცია გაიმართა

ადგილობრივ თვითმმართველობას იმერული კუთხის მოწყობა 32 ათასი ლარი დაუჯდა.

ქუთაისში “იმერული ოდის” პრეზენტაცია გაიმართა. იმერული ოდა ყველა თავისი ატრიბუტით ქუთაისის ბოტანიკურ ბაღში გაიხსნა. პრეზენტაციას ქუთაისის მერი შოთა მურღულია და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები დაესწრნენ. “მთელი დღის განმავლობაში სხვადასხვა ღონისძიებები იმართება, მათ შორის ბოტანიკურ ბაღში გაიხნა იმერული ოდა, რომელსაც ეთნოგრაფიული დატვირთვა აქვს”,- აღნიშნა ქუთაისის მერმა შოთა მუღულიამ. ოდის პრეზენტაციასთან ერთად ახალგაზრდული ცენტრის მოსწავლეების კონცერტიც მოწყო. ადგილობრივ თვითმმართველობას იმერული კუთხის მოწყობა 32 ათასი ლარი დაუჯდა.


თეგები: ბოტანიკური ბაღიიმერული ოდაქუთაისი