ორშაბათი, 7 სექტემბერი, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

შუახევში გარდაცვლილი ახალგაზრდის გამო პასუხი “ევექსს” მოეთხოვა

5 მაისი, 2015 • ანა ჯიქია • 27

შუახევში გარდაცვლილი ახალგაზრდის გამო პასუხი “ევექსს”  მოეთხოვა

შუახევში ახალგაზრდა ადგილობრივ საავადმყოფოში ექიმების არყოფნის გამო დაიღუპა.

ჯანდაცვის სამინისტრო “ევექსისს” შუახევში გარდაცვლილი ახალგაზრდის გამო პასუხს სთხოვს. შუახევში 24 წლის დაჭრილი ახალგაზრდის გადარჩენა იმის გამო ვერ მოხერხდა, რომ ადგილობრივი საავადმყოფოში საჭირო დროს ექიმი ადგილზე არ აღმოჩნდა.

როგორც ჯანდაცვის სამინისტროში აცხადებენ, აჭარის მაღალმთიან რეგიონებში სამედიცინო მომსახურეობის კუთხით ცვლილებები განხორცელდება, თუმცა კონკრეტულად რა ცვლილებზეა საუბარი, უცნობია.

შუახევის საავადმყოფოში სასწრაფო სამედიცინო დახმარების ერთი ბრიგადა 24 საათის განმავლობაში იქნება მობილიზებული, რომელიც საჭიროების შემთხვევაში პაციენტის გადაყვანას უზრუნველყოფს. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ სატელევიზიო კომენტრი გააკეთა.

” ჩვენ ვაფრთხილებდით კომპანია ევექსს. მუდმივად იყო საუბარი ასეთ შემთხვევაზე, თუმცა ისინი ამბობდნენ, რომ მსგავსი შემთხვევის დროს პრობლემა არ შეიქმნებოდა. სამწუხაროდ, ვერ მოხერხდა ამ პირობების შესრულება. გარკვეული ცვლილებები იქნება მიღებული აჭარის მაღალმთიან რეგიონში. ამის საჭიროებას ევექსიც აღიარებს. ცვლილებები შეეხება ქედას ხულოსა და შუახევს. შესწავლილი იქნება ეს შემთხვევა და შესაბამისი პასუხისმგებლობა დადგება. სახელმწიფომ მობილური ბრიგადით ეს საავადმყოფო უკვე უზრუნველყო,”- განაცხადა “კურიერთან” საუბარში ზაზა სოფრომაძემ.

თეგები: ევექსიშუხევიხულო