შაბათი, 5 სექტემბერი, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

“მაინტერესებს, რამდენად კარგად არის გააზრებული ჩვენი საგარეო გამოწვევები”- ანი მიროტაძე

7 მაისი, 2015 • გიგა გელხვიძე • 41

“მაინტერესებს, რამდენად კარგად არის გააზრებული ჩვენი საგარეო გამოწვევები”- ანი მიროტაძე

საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელი საგარეო გამოწვევებზე საუბრობს.

საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელმა, ანი მიროტაძემ საკომიტეტო მოსმენების დაწყებამდე ჟურნალისტებთან საუბარში საგარეო გამოწვევებზე ისაუბრა. ,,ძალიან მნიშვნელოვანია, თუ რა შედეგს მივიღებთ რიგის სამიტიდან, ამიტომ საყურადღებოა, როგორ წავალთ იქ. მე იმედიანად ვარ და მჯერა ჩვენი მინისტრების, თუმცა მაინტერესებს, რამდენად კარგად არის გააზრებული ჩვენი საგარეო გამოწვევები და მიმართულებები. კითხვები მექნება რუსეთის მიმართულებითაც, საკმაოდ გართულებული ვითარების ფონზე, რომელიც ჩვენს ოკუპირებულ ტერიტორიებზეა“, – განაცხადა მიროტაძემ.

თეგები: ანი მიროტაძესაგარეოცვლილებები