პარკირების ზედამხედველობისთვის საწარმოს შექმნის გადაწყვეტილებას არასამთავრობო ორგანიზაცია “ევროპა ჩვენი სახლია” ეხამურება. განცხადების მიხედვით, ისინი მერიის ამ გადაწყვეტილებას რისკად აფასებენ და მიიჩნევენ, რომ საწარმოში “ქართული ოცნების” აქამდე დაუსაქმებელი აქტივისტები დასაქმდებიან. “მერი მურღულია და მისი მოადგილეები ბევრს რისკავენ, მათდა სამწუხაროდ, ყველაფერი ზედაპირზე დევს და საზოგადოება დღითი დღე რწმუნდება, რომ ეს ჯგუფი კერძო პარტიული ინტერესების დასაკმაყოფილებლადაა მოსული. წინასწარ ცნობილია, რომ კიდევ ერთი საწარმო, რომელიც ბიუჯეტის ხარჯზე გაიხსნება, პარტიული აქტივით იქნება დაკომპლექტებული. მურღულია აგრძელებს ქუთაისის ბიძინაზე გადაფორმებას, სანოტარო ბიურო მერიის შენობაა. პარკირების საგზაო ნიშანს “P”-ს თუ შეცვლიან და “SH” -დ გადააკეთებენ უფრო ლოგიკური იქნება”, -ნათქვამია ორგანიზაციის განცხადებაში.
“პარკირების ზედამხედველობის საწარმო ბიუჯეტის ხარჯზე გაიხნება”
7 მაისი, 2015 • ანა ჯიქია • 19
“ვეროპა ჩვენი სახლია” პარკირების ზედამხედველობისთვის საწარმოს შექმნის გადაწყვეტილებას ეხმაურება.
თეგები: გოქაძე • პარკირება • ქუთაისი
ასევე წაიკითხეთ
სარეკლამო ბანერი • 300×250
სხვა ამბები