პარასკევი, 28 აგვისტო, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

ქუთაისში ომის ვეტერანებისთვის საზეიმო მიღება გაიმართა

9 მაისი, 2015 • ანა ჯიქია • 26

ქუთაისში ომის ვეტერანებისთვის საზეიმო მიღება გაიმართა

მეორე მსოფლიო ომის ვეტერანებს “საბრძოლო დიდების მუზეუმში” უმასპინძლეს.

საზეიმო შეხვედრა “დიდების მუზეუმში” მეორე მსოფლიო მონაწილეებისთვის გაიმართა. ომის ვეტრენებს 9 მაისი ქუთაისის მერმა შოთა მურღულიამ და იმერეთის გუბერნატორმა გივი ჭიჭინაძემ მიულოცეს. მათ ფულადი ჯილდო, 600 ლარის ოდენობით და მედლები გადაეცათ. ,,ფაშიზმზე გამარჯვება უდიდესი მოვლენა იყო. საქართველოდან მეორე მსოფლიო ომში 700 000 ადამიანი წავიდა, მათ გამარჯვებამდე მიიყვანეს ეს ომი. ქუთაისში 47 ვეტერანია, ჩვენ ვცდილობთ ყველაფერი გავაკეთოთ იმისთვის, რომ მათ ღირსეულად და დაფასებულად იგრძნონ თავი“,-განაცხადა ქუთაისის მერმა შოთა მურღულიამ. დღესვე მე-2 მსოფლიო ომში დაღუპულთა მეომრების მემორიალი საფიჩხიის სასაფლაოზე გვირგვინით შეამკეს.

თეგები: ვეტერანებიქუთაისიშოთა მურღულია