პარასკევი, 28 აგვისტო, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

ქუთაისში ქართულ-ებრაული წიგნის პრეზენტაცია გაიმართა

11 მაისი, 2015 • ანა ჯიქია • 17

ქუთაისში ქართულ-ებრაული წიგნის პრეზენტაცია გაიმართა

პრეზენტაციას ცნობილი სპორტული კომენტატორი ჯამლეტ ხუხაშვილი უძღვებოდა.

ქართულ-ებრაული წიგნის პრეზენტაცია ქუთაისში დედაქალაქიდან ქუთაისს ქართველი ებრაელების დელეგაცია სტუმრობდა. პირველ საჯარო სკოლაში სქელტანიანი წიგნის „თორისა და „ქებათა ქების“ არსის საიდუმლოებათა შემეცნება „ვეფხისტყაოსანში“ პრეზენტაცია გაიმართა. პრეზენტაციას, რომელსაც ცნობილი სპორტული კომენტატორი ჯამლეტ ხუხაშვილი უძღვებოდა, ქუთაისის მერი შოთა მურღულია და იმერეთის გუბერნატორი გივი ჭიჭინაძე დაესწრნენ. სტუმრებმა ღონისძიების დაწყებამდე პირველი სკოლის მუზეუმი დაათვალიერეს, სადაც სამახსოვრო ჩანაწერიც გააკეთეს.

თეგები: ებრაელებისაქართველოქუთაისი